ბეჭდვა |/ დახურვა
 
2009-05-18

თსუ–ში თუნინგის მეთოდის დანერგვა დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესი დაიწყო. თუნინგის მეთოდოლოგიის გულისხმობს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების სრულყოფას და მოდერნიზაციას, სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანარგვას, ტემპუსის პროგრამის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ შედეგების იმპლემენტაციას საუნივერსიტეტო კურუკულუმში. ტემპუსის პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და მოხდა შინაარსის ოპტიმიზაცია.
თუნინგის მეთოდის დანერგვა გულისხმობს შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების არსებობას, რაც ტემპუსის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
თუნინგის მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს თსუ-ს ათ მიმართულებაზე: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფია, ისტორიის, ევროპამცოდნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების მეცნიერებების, საექთნო საქმის სასწავლო პროგრამებში.
თუნინგი მეთოდი მოიცავს ზოგადი კომპეტენციების სამ ტიპს:
თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვა თსუ-ს აღნიშნული მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტისთვის დასრულდება.
Print

« იხ. ყველა სიახლე