ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-03-11

სემინარი ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის სტაჟიორებისთვის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სემინარი ჩაატარა. ნოტარიუსთა პალატის სტაჟიორებმა საკონსტიტუციო სამართლის თეორიული კურსი გაიარეს.  ავთანდილ დემეტრაშვილმა მათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და პასუხი გასცა შეკითხვებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე