2016-07-18

თსუ კანცლერობის ორმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კონკურსიდან საკუთარი კანდიდატურა არჩილ კუკულავამ და იოსებ მასურაშვილმა მოხსნეს.

თსუ კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად თსუ აკადემიურ საბჭოს წევრებთან კანდიდატთა გასაუბრება 18 ივლისს დაიწყო. წარმოდგენილი ექვსი კანდიდატიდან ვახტანგ ანთიამ წარუდგინა აკადემიურ საბჭოს საკუთარი კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, ორმა კი - მოხსნა კანდიდატურა. 19 ივლისს აკადემიური საბჭოს წევრებს საკუთარ კონცეფციას და სამოქმედო გეგმას წარუდგენენ ნუნუ ოვსიანიკოვა, ალექსანდრე ჩხიტაური და შოთა ჭანტურიძე. აკადემიური საბჭო წარმოდგენილი კანდიდატებიდან 19 ივლისს შეარჩევს კანცლერობის ერთ კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ წარმომადგენლობის საბჭოს (სენატს).

Print

« იხ. ყველა სიახლე