2013-03-21

„მერაბ კოკოჩაშვილის გზა"

21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი  ღონისძიება „მერაბ კოკოჩაშვილის გზა" გაიმართა. საღამოზე მისასალმებელი სიტყვა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა წარმოთქვა. რექტორმა მერაბ კოკოჩაშვილს დაბადების დღე მიულოცა და უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კოკოჩაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „გზა“ (მესამე ნაწილი) და ამ ფილმის პრომო ვერსია, რომელიც თსუ ტელე-კინო ხელოვნების მიმართულებამ დაამზადა.











Print

« იხ. ყველა სიახლე