2013-02-08
8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს
95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, მოწვეული სტუმრები - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„თბილისის ს
ახელმწიფო უნივერსიტეტი მთელი წლის განმავლობაში იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. უნივერსიტეტის კარი ყველასთვის ღიაა. თსუ ერთ-ერთი წარჩინებული ინსტიტუციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას და საქართველოში თანამედროვე ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბებას“, - განაცხადა თ
სუ რექტორმა
ალექსანდრე კვიტაშვილმა.
იუბილეს ფარგლებში უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 6 პროფესორი -
ქეთევან მარშავა, დავით გორდეზიანი, ალექსანდრე რონდელი, თემურ ჯორბენაძე, გურამ ნაჭყებია და
ლილი ჟორჟოლიანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლებით დაჯ
ილდოვდნენ; გაიმართა წიგნის
„Rettulit, ლიტერატურული დაბრუნება“ პრეზენტაცია, რომელშიც თსუ-ს კურსდამთავრებული სხვადასხვა თაობის 15 მწერლის ნაწარ
მოებები გაერთიანდა.
თსუ-მ სიურპრიზი მოუმზადა სტუდენტებს - პროექტმა
„ჩაიფიქრე ჩვენთან ერთად“ ყველა სტუდენტს საშუალება მის
ცა საახალწლო სურვილები დაეწერა ბარათზე და ნაძვის ხეზე განეთავსებინა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველაზე ორიგინალური სამი სურვილი შეუსრულა მათ ავტორებს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მერი გოჩიაშვილი თსუ-ს ბიბლიოთეკაში დასაქმდა; უნივერსიტეტის მუსიკალური ჯგუფის „ever green-ის წევრის გიორგი ცირეკიძის სურვილით მის მეგობარს, ამავე ჯგუფის წევრს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ელექტროგიტარა შეუძინა; გეოგრაფებისა და ალპინისტების ერთობლივ ექსპედიაციაში თსუ-ს ოთხი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას და გაზაფხულზე მყინვარწვერს დალაშქრავს.
იუბილეს
ფარგლებში ღონისძიების მეორე ნაწილი სააქტო დარბაზის ფოიეში გაიმართა. ფოტოგამოფენაზე
„მე - უნივერსიტეტი“ ინტერნეტგამოკითხვის საფუძველზე გ
ამოვლენილ წარმატებულ უნივერსიტეტელთა სურათები გამოიფინა. ხოლო ფოლკლორულმა ანსამბლმა
"უნივერსიტეტი"
და ჯგუფმა
„თსუ არტ“ ღონისძიების მონაწილეებს ახალი მუსიკალური ექსპერიმენტი შესთავაზეს - საუნივერსიტეტო ჰიმნი „გაუდეამუსი“ თანამედროვედ ააჟღერეს. საიუბილეო საღამო საზეიმო მიღებით და თბილისის მერიის
საკონცერტო ორკესტრის (ბიგ-ბენდის) კონცერტით დასრულდა.
თსუ-ს საიუბილეო წელი 2012 წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2 პროექტით
-„UNIკადრი“ და
„სექტორი 12“-ით დაიწყო. გაიმართა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „თსუ მეცნიერების “ საიუბილეო, მესამე ნომრის პრეზენტაცია. საიუბილეო წელი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გალა ღონისძიებით დასრულდება.
« იხ. ყველა სიახლე