2011-10-25
18–22 ოქტომბერს ბათუმის კინოთეატრმა „
აპოლომ“ მართლმადიდებლური ფილმების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს - „
წმინდა ანდრი
ას
ჯვარი“ უმასპინძლა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა, ქართველმა და უცხოელმა რეჟისორებმა და სტუდენტებმა.
ფესტივალზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კინო-ტელე რეჟისურის პროგრამის ორმა სტუდენტმა თავინათი ფილმები წარადგინეს, ახალგაზრდა რეჟისორები ფესტივალზე ხელმძღვანელთან ლელა წიფურიასთან ერთად ჩავიდნენ. ლელა წიფურიას ფილმი „
გონის სუვერენობა“ უნივერსიტეტის ისტორიას მოგვითხრობს, სალომე დეკანოიძემ ფესტივალზე ფილმი სახელწოდებით „
ბეღურები გაზაფხულის მოლოდინში“, ხოლო ნათია გრატიაშვილმა - „
ხელოვანი პანსიონატში“ წარადგინა. სამივე ფილმი ფესტივალის პრიზებით და სიგელ გუჯარით აღინიშნა.
« იხ. ყველა სიახლე