2014-11-06
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორის მოადგილენ, აკადემიკოსმა
ლევან ალექსიძემ და იუსტიციის სკოლის დირექტორმა
ლაშა მაღრაძემ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი სკოლა თსუ-ს სთავაზობს საჯარო ლექციების ორგანიზებას სამართლის სფეროების მიხედვით აქტუალურ თემებზე; მხარეები იზრუნებენ ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებაზე წინასწარ შეთანხმებულ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა პროფესიულ განვითარებას.
თსუ რექტორის მოადგილის ლევან ალექსიძის განცხადებით, „მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს გადავიდეთ ახალ საფეხურზე პრაქტიკული და თეორიული ღონისძიებების ერთობლივი ჩატარებისათვის. იუსტიციის უმაღლესი სკოლის შემოთავაზება ძალიან საინტერესოა და ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მათ ინტელექტუალური რესურსი. ჩვენი სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს, რომლებსაც ატარებს ეს სკოლა. დღეს ჩვენ გვაქვს სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ხარისხის პროგრამები, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს სტუდენტებს, მაგრამ ეს კიდევ ერთი ნაყოფიერი ნაბიჯი იქნება და იმედი მაქვს, რომ ეს წამოწყება გაამართლებს.“
„უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართულ რეალობაში. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს საჯარო ლექციებს, რომელიც ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ სწავლებაზე, ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებლები, რომლებიც არიან ამავდროულად მოქმედი მოსამართლეები. უნდა აღინიშნოს, რომ ამით იუსტიციის უმაღლესი სკოლა ხელს შეუწყობს სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ზრდას, მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და დარწმუნებული ვარ, სკოლა შეძლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სტუდენტთა პროფესიული განვითარების საქმეში,“- აღნიშნა იუსტიციის სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ.
მსგავსი სახის ხელშეკრულება იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საქართველოში აკრედიტებულ კიდევ 10 უნივერსიტეტთან გააფორმა.

« იხ. ყველა სიახლე