2018-09-18
თსუ პროფესორი გოჩა ჯაფარიძე წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა
თსუ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, ორიენტალისტი, დიპლომატი გოჩა ჯაფარიძე წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ვარშავის უნივერსიტეტმა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია გორისა და ატენის მიტროპოლიტს, ანდრია გვაზავას და დიპლომატ გოჩა ჯაფარიძეს მიანიჭა. წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელი საბჭოს შეკრება 17.09.2018-ში ვარშავის უნივერსიტეტის ტიშკევიჩების სასახლეში გაიმართა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი, ორიენტალისტი და დიპლომატი გოჩა
ჯაფარიძე დაჯილდოვდა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის
პრემიით სირიასა და ეგვიპტის არქივებსა და წიგნსაცავებში საქართველოს
შესახებ დაცული უცნობი არაბული ისტორიული, გეოგრაფიული, ბიოგრაფიული და
გენეალოგიური ჟანრის თხზულებებისა და ხელნაწერების შესწავლაში შეტანილი
განსაკუთრებული წვლილისთვის.
ასევე,
მონოგრაფიისთვის – „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე
XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და
დოკუმენტური წყაროების
მიხედვით)“. წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და სამეცნიერო მემკვიდრეობის
შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დაჯილდოვდა ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიით საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ისტორიული გიმნაზიის აღდგენის, ვარშავის უნივერსიტეტში წმ. გრიგოლ ფერაძის სრული შრომების ქართულ ენაზე გამოცემის მხარდაჭერისთვის, ასევე, ვარშავის უნივერსიტეტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო კავშირების დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წელს ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის ქართველოლოგიურ ჟურნალ „პრო გეორგიას“ ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემს. პრემია მის ლაურეატებს იმ ჰუმანიზმისა და ფასეულობებისთვის გადაეცემათ, რომელებსაც ისინი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამკვიდრებდნენ.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს მეათე საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მარგალიტის თვლებით და მინანქარით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული. პრემია მის ლაურეატებს ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართველოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გადაეცემათ, რომელიც ვარშავაში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება.
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია წარმოადგენს მეათე საუკუნის უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშის მარტვილის პანაგიას ასლს, მარგალიტის თვლებით და მინანქარით მოხატული, ოქროსა და ვერცხლში მოოჭვილი, სადაც წმ. გრიგოლის ხატია გამოსახული. პრემია მის ლაურეატებს ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართველოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე გადაეცემათ, რომელიც ვარშავაში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება.
« იხ. ყველა სიახლე