2014-05-06

თსუ სტუდენტმა ევროკავშირის კვირეულის ესეების კონკურსში გაიმარჯვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა მარიამ ხუროშვილმა  პოლონეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვა.
თსუ სტუდენტის ესეს თემის სათაური იყო: „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელი საქართველოსთვის.“ 
5 მაისს, ევროპის კვირეულის გახსნის ცერემონიაზე მარიამ ხუროშვილს პოლონეთის საელჩომ საჩუქრად აიპადი გადასცა; თსუ სტუდენტმა
ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოში ერთ თვიანი სტაჟირების უფლება ც მოიპოვა.
Print

« იხ. ყველა სიახლე