2012-03-14
დიმიტრი შაშკინის შეხვედრა აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებთან თსუ-ში
14 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. მინისტრმა მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს, კიდევ ერთხელ გააცნო. შაშკინის განცხადებით, „ამ პროგრამით საქართველოს აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოქალაქეებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მაქსიმალური ინტეგრაციის საშუალება აქვთ. სახელმწიფო ამ კატეგორიის 400 სტუდენტს სრულად დაუფარავს სწავლის გადასახადს.“ თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის ინფორმაციით, „პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტში წელს 350 აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტი სწავლობს. ასეთი ინიციატივა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირ შანსს აძლევს მიიღოს უმაღლესი განათლება.“« იხ. ყველა სიახლე