7 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრს (NCADR), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ), იუსტიციის უმაღლესი სკოლას (HSOJ), თბილისის საქალაქო სასამართლოს (TCC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტს (EWMI-JILEP)( სასამართლო მედიაციის საპილოტე პროექტის) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2011 წელს სავალდებულო გახდა საქართველოში მედიაციის ინსტიტუტის შემოღება. ამ პროექტში აქტიურად ჩაერთო თსუ-სთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი, რომელიც მემორანდუმის თანახმად სრულად უნდა ჩაერთოს ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში (კონკურსანტების შერჩევა, მათი დატრენინგება, აკადემიური მხარდაჭერა, ღონისძიებების ორგანიზება და სხვა.) თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით:„უნივერსიტეტი ყოველთვის მზადაა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, მივესალმებით ქვეყანაში მედიაციის ცენტრის ჩამოყალიბებას. ეს არის გავრცელებული ფორმა განვითარებულ ქვეყნებში დავების მოგვარებისა.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით: „ხელი მოეწერა მემორანდუმს მედიაციის ცენტრის საპილოტე პროგრამის განხორციელების პროექტს, რომელშიც 6 ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის თსუ-სთან არსებული დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი (NCADR), თსუ ყოველთვის თანადგომას უცხადებს ყველა მსგავს წამოწყებას და აქტიური მხარდამჭერია ასეთი სახის პროექტების. ეს არის დავების გადაწყვეტის ყველაზე ცივილიზებული ფორმა, რომელიც აუცილებელია ყველა ქვეყანაში არსებობდეს.“
„თბილისში მარიოტში“ მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ხელმძღვანელმა ჰერბერტ ბოუმენმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჯგუფის ხელმძღვანელმა ფოლკერ შტამპემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა დავით სააკაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ მოაწერეს.