ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-03-28

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავს იმ ძალადობის გამო, რაც მიმართულია თავისუფალი და გმირული სულისკვეთების მქონე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საუნივერსიტეტო საზოგადოება უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შედეგად დაღუპული თითოეული ადამიანის გამო და გულისტკივილით უსამძიმრებს უკრაინელ ხალხს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას და მასზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენას. პირველი ქართული უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას, გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გამოხატავს მზადყოფნას ამ რთულ დროს გამოუცხადოს პროფესიული და ინტელექტუალური მხარდაჭერა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას.


28.03.2014
Print

« იხ. ყველა სიახლე