2019-10-22

პროექტი "აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab"

ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში ერასმუს პლუსის პროექტის - "აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტებისთვის ლაბორატორიული პრაქტიკის გაუმჯობესება/Ag-Lab"-სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილოება მიიღეს პროექტის საერთაშორისო კონსორციუმის ყველა მონაწილე-უნივერსიტეტებისა და სახელმწიფო ლაბორატორიების (სურსათის უსაფრთხოების და კვების მიმართულებით), წარმომადგენელმა. მათ შორის ქვეყნებიდან: სლოვენია (ლუბლიანას უნივერსიტეტი, კოორდინატორი), იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, უკრაიანა და მოლდოვა. 
 პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული  და კვების სექტორის სპეციალისტთა  ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში  თსუ- ში  მნიშვნელოვნად გაძლიერდა ლაბორატორიული სწავლების კომპონენტი, შეიქმნა ახალი  ინტერდისციპლინული ლაბორატორიული მოდულები აგრარული, კვების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიის მიმართულებით, განახლდა ლაბორატორიები, შემუშავდა სახელმძღვანელოები და უწყვეტი განათლების სასერტიფიკაციო კურსები.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ერასმუს პლუსის - პროგრამის ფარგლებში, მასში ჩართული არიან  იტალიის, საფრანგეთის, სლოვენიის, პოლონეთის და  ბულგარეთის, წამყვანი უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, ლაბორატორიები  და არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის მნიშვნელოვანი ამოცანაა უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებს შორის ეფექტიანი  და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მექანიზმებისა და ერთიანი პლატფორმის შექმნა. 
,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის სპეციალისტებს, ევროკავშირის დახმარებით, შესაძლებლობა მიეცემათ გადამზადნენ ლაბორატორიულ საქმეში და ამ ლაბორატორიულ საქმეში გადამზადება ხელს შეუწყობს აგრარული და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყნებში", - აცხადებს თსუ-ს რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი.
საერთაშორისო მობილობი ქართველი სტუდენტები იმყოფებოდნენ ერთვიანი სასწავლო ვიზიტით ტერამოს უნივერსიტეტში, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე ლაბორატორიულ მეთოდებს. ,,სტუდენტებს მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან მარტივად შეუძლიათ სასწავლებლად წასვლა ევროკავშირის ქვეყნებში", -აცხადებს პროექტის კოორდინატორი მარია კლოპჩიჩი.
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელის ნინო ინასარიძის შეაფასებით: "Ag-Lab-ის პროექტი არის კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებულების შემდგომ დასაქმებას და საზოგადოდ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.’’
Print

« იხ. ყველა სიახლე