ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-14

ლევან სილაგაძის ნამუშევრების გამოფენა თსუ-ში

14 ივნისს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ლევან სილაგაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები და ფერადი ილუსტრაციები, მათ შორის, პეიზაჟები, რომელშიც ზღვის თემა დომინირებს და თემატური კომპოზიციები.  
     „კოლექცია მოიცავს როგორც ახალი პერიოდის 2010-20012 წლების ნამუშევრებს, ასევე შედარებით ადრეული პერიოდის 90-იანი წლების რამოდენიმე ნამუშევარს. ძირითადად წარმოდგენილია ილუსტრაციები ქართული კლასიკური ლიტერატურის თემაზე. ეს ილუსტრაციები შექმნილია გამომცემლობა „ანბანის“ მიერ გამოცემული სერიალისთვის „საყმაწვილო ბიბლიოთეკა“. 2006-20011 წლების პერიოდში დაახლოებით 300-ზე მეტი ილუსტრაციაა გაკეთებული ამ სერიალისთვის, დაწყებული ჰაგიოგრაფიული თხზულებებიდან,  დამთავრებული მე-20, 21-ე საუკუნის თანამედროვე მწერლობით და ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ამ ილუსტრაციების დიდი ნაწილი“-განაცხადა, მხატვარმა ლევან სილაგაძემ.  

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, საგამოფენო დარბაზი
Print

« იხ. ყველა სიახლე