2017-03-30
ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე
![](/data/image_db_innova/17622053_10154318609702233_6873311199007527147_o.jpg)
უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად სიმბოლური ვიზიტით 28 მარტს უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქს - ათენს და ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია. “საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელეთ. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება,” - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე,” რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა, ბრიუსელში კი ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეწვია.
« იხ. ყველა სიახლე