2016 წლის 13-15 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“.
მოხსენებების თემატიკა:
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია და ერთი მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1. ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები
2. ნართების ეპოსის კვლევის ისტორია, ნართოლოგიის კვლევა თანამედროვე ეტაპზე
3. ქართულ-ოსური ფოლკლორული და ლიტერატურული ურთიერთობები
4. ქართულ-ოსური ლინგვისტური ურთიერთობები
5. ქართულ-ოსური ურთიერთობები - კულტურა, ხელოვნება, მთარგმნელობითი საქმიანობა
6. ქართულ-ოსური ურთიერთობის საზოგადოებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები
მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის თემაზე:
„ქართულ-ოსური ურთიერთობების პერსპექტივები და ახალგაზრდების როლი მიმდინარე პროცესებში“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ნართების ეპოსის კვლევის თანამედროვე პრინციპები და მეთოდოლოგია“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, მიგრაცია.
სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, რუსული, ინგლისური.
კონფერენციის რეგლამენტი:
პლენარული მოხსენება - 20 წუთი
სექციური მოხსენება - 15 წუთი;
შეკითხვები - წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება, თეზისები
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ
განაცხადი და თეზისები გამოგზავნოთ
2016 წლის 20 ივლისამდე შემდეგ მისამართზე:
gorc.conference2016@tsu.ge
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
საკონტაქტო პირი: ნაირა ბეპიევი ტელ.:
+995599101164
+995599101164
;
ელ.ფოსტა:
gorc.conference2016@tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ
2016 წლის 20 აგვისტოს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.