ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-02-21

ირმა ბრენმან პიკის სემინარი – თერაპიული ტექნიკის ზოგიერთი საკითხი

ირმა ბრენმან პიკის სემინარი – თერაპიული ტექნიკის ზოგიერთი საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით ტარდება. 

სემინარი შეეხება თერაპიული ტექნიკის საკითხებს:
თერაპევტის უკუგადატანის გამოყენების ტექნიკა;
ტრავმის სახეები; პირადულსა და სოციალურს შორის. ცუდი თერაპიით მიღებული “სიამოვნება”.

მისამართი:
ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველი კორპუსი, აუდიტორია № .107

საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება სემინარის მონაწილეებზე გასცემს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატებს ირმა ბრენმან პიკის ხელმოწერით.

გაითვალისწინეთ:
სემინარის ენა ინგლისურია, პარალელური თარგმანით ქართულ ენაზე.
მონაწილეებს დაურიგდებათ ქართულად ნათარგმნი სალექციო მასალები .

სემინარზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და მონაწილეობის საფასური უნდა გადარიცხონ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ანგარიშზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  ბმული.
Print

« იხ. ყველა სიახლე