2020-09-10

თსუ-ის სტუდქალაქში (ლისი, ბაგები) ცხოვრების მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება 2020 წლის 16 სექტემბრის 10:00 საათზე და გრძელდება 2020 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს სტუდენტის ელექტრონულ პორტალ  lms.tsu.ge-ზე.

ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ ( რეგისტრაცია სრულდება 2020 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათზე) ონლაინრეგისტრაცია გავლილი პირი ვალდებულია 5 (ხუთი)  სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის  ადმინისტრაციაში. (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის №216/02-01 ბრძანებით დამტკიცებული  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუდქალაქის შინაგანაწესის“ მე-4 მუხლი.)  


15 სექტემბერს 17:00 საათზე გაიმართება Online ღია კარის დღე სტუდქალაქში ცხოვრების მსრუველი სტუდენტებისთვის zoom პლატფორმის გამოყენებით.
შეხვედრის ID: https://zoom.us/j/6321260184

შეხვედრაზე განვიხილავთ:
სტუდქალაქში ცხოვრების პირობებს
რეგისტრაციის ვადებს
წარმოსადგენი დოკუმენტების დასახელებას და მიზნობრიობას
სტუდქალაქში ცხოვრების ღირებულებას
და სხვა სტუდქალაქში ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებს

საკონტაქტო ინფორმაცია:
 1. ბაგების საერთო საცხოვრებელი: მის. წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი,
ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი. ტელ: (+995 32) 2 25 75 53

2. ლისის საერთო საცხოვრებელი: მის. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11. მობ:
577515259, 577305340
Email: dormitory@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე