ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-17

ერაზმუს+ პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

2017/2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მოკლევადიანი კრედიტ მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოპოვების მსურველმა სტუდენტებმა, სავალდებულო ინსტიტუციონალურ ენის დამატებით ტესტირებაზე დასარეგისტრირებლად უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) არაუგვიანეს 2017 წლის  1 მარტის 18 საათისა შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmus_test@tsu.ge.
მეილის სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი ქართულ ენაზე და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური.
მეილის ტექსტში მიუთითეთ საკონტაქტო მობილურის ნომერი, ფაკულტეტი, სწავლის საფეხური, სემესტრი და პირადი ნომერი.

ტესტის ჩაბარების უფლება აქვთ თსუ ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის, მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს მონაწილეობის მიღება 2016 წლის 12 ოქტომბერსა და 2017 წლის 9 თებერვალს ორგანიზებულ ტესტირებებში!

ტესტირება გაიმართება 2017 წლის 9 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ, ტესტირებაზე აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

Print

« იხ. ყველა სიახლე