ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლისის ტბის მიმდებარედ განლაგებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ხაზი ამოქმედდა, რაც სტუდენტებს გაუადვილებს გადაადგილებას.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა, მათ შორის, ახალი ხაზი გაიხსნა ნუცუბიძის პლატოზე.
ავტობუსი #63 – მარშრუტით „მეტრო „დელისი“ - სოფელი თხინვალა“ ნუცუბიძის ფერდობის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს მოემსახურება.