2019-09-11
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
წარსადგენი დოკუმენტაციის ვადა: 10-12 სექტემბერი.
წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: (მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11; ოთახი N110; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი);
•განცხადება; (იხილეთ განცხადების
ფორმა)
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
•ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
•ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).
თსუ-ში მისაღები გამოცდის ვადები:
•გამოცდა – 13 სექტემბერი (12:00 საათი, თსუ საგამოცდო ცენტრი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ბიბლიოთეკის შენობა, მის.: უნივერსიტეტის ქ. N11);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი (ინფორმაცია განთავსდება თსუ ვებგვერდზე);
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 17 სექტემბერი (თსუ კანცელარია, პირველი კორპუსი, ოთახი N114);
•საბოლოო შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი (ინფორმაცია განთავსდება თსუ ვებგვერდზე);
•ხელშეკრულების გაფორმება – 19 სექტემბერი (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ მე-3 კორპუსი, მის.: ი. ჭავჭავაძის გამზირი N11, ოთახი N110).
გამოცდა ჩატარდება ანალიტიკურ წერაში. მაქსიმალური შეფასება 40 ქულა. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 21 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ბაქანიძე, მარიკა ჩაფიძე - (+995 32) 225 08 84 შიდა - 3222; 3043
« იხ. ყველა სიახლე