2016-09-28

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში (რუმინეთი)

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად იაშის უნივერსიტეტში, რუმინეთი http://www.uaic.ro/en/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან:

სტუდენტები: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
აკადემიური პერსონალი: განათლების მეცნიერებები, ფსიქოლოგია, თეოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული, ბიოლოგია, მათემატიკა, გარემოს დაცვა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი
ადმინისტრაციული პერსონალი: ცენტრალური ადმინისტრაცია, ფაკულტეტების ადმინისტრაცია

განაცხადების მიღება იწარმოებს ა/წ 5 ნოემბრამდე  შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://erasmusplus.uaic.ro/

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იაშის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით; სააპლიკაციო ეტაპზე ივსება დოკუმენტის მხოლოდ პირველი გვერდი) დანართი 1
  • ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • ბაკალავრის დიპლომის დანართი (მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • მაგისტრის დიპლომის დანართი (მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - IELTS, TOEFL, FCE ან/და ა/წ 12 ოქტომბერს დაგეგმილი* ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების შედეგად გაცემული ცნობა)
  • შევსებული დეკლარაცია (დოკუმენტი სავალდებულოა ყველა აპლიკანტისთვის) დანართი 2
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი/მასპინძელ უნივერსიტეტში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი (ინგლისურ ენაზე, ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
  • წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
750 ევრო ყოველთვიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
140 ევრო დღიურად + საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი:
2016/2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი;  5 დღე

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

*  2016 წლის 12 ოქტომბრის ენის ტესტირებაზე დარეგისტრირების მსურველებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ბმული:
/ge/government/administration/departments/pr/news/9vfpl-dCZKf0bfb-l/

Print

« იხ. ყველა სიახლე