ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-01

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!
•უცხო ენის გამოცდა – 5 სექტემბერს 9.00 სთ–ზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
•უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი (18 სთ);
•უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 7-9 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
•აპელაცია შედგება – 12 სექტემბერს თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 13.00 სთ–ზე;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი (18 სთ).

გამოცდა სპეციალობაში მედიცინის, ეკონომიკისა და ბიზნესის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამისთვის „მიგრაციის მართვა“  ჩატარდება 7 სექტემბერს 9.00 სთ–ზე, ხოლო იურიდიული,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და ტურიზმის სკოლისთვის  გამოცდა სპეციალობაში  ჩატარდება 7 სექტემბერს 14.00 სთ–ზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);
გამოცდის შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი (18 სთ);
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12–14 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია);
აპელაცია შედგება – 15 სექტემბერი (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი) 12.00 სთ-ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი (18 სთ).

კონკურსანტთა ქცევის წესები
კონკურსანტი ვალდებულია, განრიგის მიხედვით გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე. დაგვიანების შემთხვევაში კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
კონკურსანტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება.
კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მიიღოს სექტორისა და მაგიდის ნომერი. იგი ვალდებულია, რეგისტრაციის ნომრის მიხედვით დაიკავოს დარბაზში ადგილი.
აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა სასმელი წყლისა. ზედმეტი ნივთები კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს გარდერობში.
წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
კონკურსანტი ვალდებულია, შეამოწმოს მისი საგამოცდო ფურცლის ხარვეზიანობა, დაზიანების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს დამკვირვებელს. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ ასეთი პრეტენზია აღარ მიიღება.
საგამოცდო ნაწერი უნდა შესრულდეს დამკვირვებლის მიერ დარიგებულ საგამოცდო ფურცლებზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშრომი არ გასწორდება.
კონკურსანტი  ვალდებულია,  არ  გადაშალოს დამკვირვებლის  მიერ  დარიგებული  საგამოცდო  ბილეთი,  სანამ არ დაიწყება  საგამოცდო  დროის  ათვლა.  გამოცდის  მაქსიმალური  ხანგრძლივობაა  3 საათი,  თუ  სხვა  რამ არ არის მითითებული საგამოცდო ბილეთზე.
საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე.
აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს საუბარი. ერთმანეთთან გადალაპარაკების შემთხვევაში კონკურსანტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
აკრძალულია მობილური ტელეფონის  ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს, ასევე საგამოცდო საგნით განსაზღვრული თემატიკის მატარებელი ინფორმაციის შემცველი ნივთის გამოცდაზე შეტანა. ამ შემთხვევაში კონკურსანტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.
გამოცდიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს დისციპლინის სხვადასხვაგვარი დარღვევა.

Print

« იხ. ყველა სიახლე