2009-12-11

სასტიპენდიო პროგრამები თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამების კონკურსი გამოცხადდა:
• სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I-II-III სემესტრის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
• ოთარ ჩხეიძის სახელობისა სტიპენდიის მოსაპოვებლად – განაცხადი შეიტანეს თსუ-ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ლიტერატურისა და თარგმანის სპეციალობის II-III სემესტრის მაგისტრანტებმა.

  კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ: აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი, პროფესორის სარეკომენდაციო წერილი და კანდიდატის ნაშრომი. საბუთების მიღება 10 დეკემბერს დასრულდა. 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე