2019-09-30

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+  სტაჟირების პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად 
ვილნიუსის გედიმინასის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ლიეტუვა).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: კომპიუტერული მეცნიერება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ინფორმაციული სისტემები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა, გარემოს მდგრადი განვითარება. 

მასპინძელი ცენტრი:
Creativity and Innovation Center

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 17 ოქტომბრის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი; 
 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
 ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 ერთი რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
 შევსებული ხელშეკრულება (დამოწმებული სტუდენტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
 ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018 წლის 9 ოქტომბერს ან 2019 წლის 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და ენის საერთაშორისო სერთიფიკატი - მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე);
 ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
 ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის) ;
 მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის);
 მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის) .

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
3 თვე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
- დამატებითი ინფორმაცია სტაჟირების შესახებ - დანართი 2
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

* სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე