2016-05-18
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიური პერსონალის გაცვლითი სტიპენდიების მოსაპოვებლად კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სამაგისტრო, სადოქტორო და აკადემიური პერსონალის სტიპენდიების მოსაპოვებლად
კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი და მეორე; დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს.
შემოთავაზებული მიმართულებები:
ინგლისურენოვანი/ესპანურენოვანი:
იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- შევსებული და დამოწმებული სასწავლო ხელშეკრულება (ინგლისურ ენაზე, მხოლოდ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის) დანართი 1
- საკვლევი გეგმის მონახაზი (ესპანურ/ინგლისურ ენაზე, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების შედეგი)
- ბაკალავრის დიპლომი (მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
- მაგისტრის დიპლომი (დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
- წინასწარი მიღების წერილი (მეილით მიღებული თანხმობაც საკმარისია. დოკუმენტი სავალდებულოა, მხოლოდ დოქტორანტურის სტუდენტებისთვის).
- პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ/ესპანურ ენაზე)
- წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები:
მაგისტრები: 5 თვე; დოქტორანტები: 3-5 თვე
პერსონალი:
5 დღე
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.
პერსონალი:
დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!!!
« იხ. ყველა სიახლე