ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-20

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.


კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები


თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე). 


2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. №152/01-01, 19.06.2019)


•მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;

•გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 3 სექტემბერი;

•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;

•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;

•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

•გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  3 სექტემბერი; 

•გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;

•გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  6 სექტემბერი;

•აპელაციის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;

•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 6 სექტემბერი;

•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 10 სექტემბერი;

•გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;

•აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

•გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 10 სექტემბერი; 

•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან  -  13-17 სექტემბერი;

•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 18 სექტემბერი;

•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.


თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :

განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №166, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84;


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208 (სტუდენტთა მომსახურების ცენტრი); ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 1734;


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 6224;


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი №101 (რესურსცენტრი 1), ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა-9740, 9741, 9728;


იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი №126; ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა - 2229;


მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი №330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 25 04 84 შიდა 1921;


ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 შიდა 3224.


Print

« იხ. ყველა სიახლე