2018-11-08

ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში

14-17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება.

სიმპოზიუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების პოპულარიზებას, წაახალისოს ჰუმანიტარული დარგების ინტერდისციპლინური მიდგომებით შესწავლა, აამაღლოს ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო მოტივაცია, თანამედროვე ქართველოლოგიური კვლევები ჩართოს საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში. 

სიმპოზიუმი ეძღვნება პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს. ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს დარგობრივი და თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა და სადისკუსიო ფორუმები, გაიმართება სამუშაო შეხვედრები.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე