2017-02-13
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა
შიდა მობილობის ვაკანტური ადგილები განისაზღვრება ფაკულტეტების მიერ და ასახული იქნება შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
•სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც აღნიშნული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
•სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო.
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობის ვადები (ბრძანება N07/01-01, 16.01.2017)
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 9 - 10 თებერვალი;
•შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 13 – 16 თებერვალი;
•შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 17 თებერვალი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 20-22 თებერვალი;
•ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 23 - 24 თებერვალი;
•საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 27 თებერვალი;
•შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემა - 28 თებერვალი;
შიდა მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/
•შიდა მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
•სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
•სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს ფაკულტეტს შეთანხმების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე (23-24 თებერვალი).
•შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს ფაკულტეტს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა ხორციელდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" №74/2012 დადგენილების შესაბამისად.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია
მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში - 1- 28 თებერვალი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №108, ტელ.: (+995 32) 2 29 08 07; (+995 32) 2 23 29 61.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ, VI კორპუსი, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 30 41 81; 2 30 36 71.
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“- ტურიზმის სკოლა
მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელეფონი: (+995 32)2 39 18 75; 2 39 18 (74)
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25
იურიდიული ფაკულტეტი მის.: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №135; ტელ.: (+995 32) 2 29 08 19
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69;

« იხ. ყველა სიახლე