იენისა და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორის
ანეგრეტ პლონტკე ლიუნინგის ლექციები
2012 წლის 5 აპრილიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში (ი. ჭავჭავაძის 13, თსუ VIII კ. ოთ. 220) იენისა და ჰალეს უნივერსიტეტების პროფესორი ანეგრეტ პლონტკე ლიუნინგი წაიკითხავს სალექციო კურსს "ტანსაცმელი ბერძნულსა და რომაულ სამყაროში" და ჩაატარებს პრაქტიკულ მეცადინეობებს. ლექცია – კვირაში 2 სთ; პრაქტიკული მეცადინეობა – 4 სთ.
სალექციო კურსი გვთავაზობს იმის მიმოხილვას, თუ როგორ ვითარდებოდა ტანსაცმლის დამზადების ხელოვნება მინოსურ-მიკენური სამყაროდან მოყოლებული (ძვ. წ. 2000) ადრე ბიზანტიურ პერიოდამდე (VI/VII სს).
ლექციებს თან ერთვის პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებზედაც მოხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობის კურსი დასრულდება სემესტრის ბოლოს მსმენელთა მიერ დამზადებული ტანსაცმლის საჯარო ჩვენებით.
კურსი განკუთვნილია ანტიკური კულტურით დაინტერესებული სტუდენტებისა და მსმენელთა შუეზღუდავი წრისათვის. მსურველებს შეუძლიათ გამოცდის ჩაბარების და ანტიკური მოდის ჩვენებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მოიპოვონ შესაბამისი სერტიფიკატი.
ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, იწარმოებს ქართული თარგმანი.
სრული კურსის მოსმენისა და გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს;
თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროგრამის დოქტორანტებს სერტიფიკატთან ერთად მიენიჭებათ 5 კრედიტი;
თსუ ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის მაგისტრანტებს, რომლებიც ისმენენ კურსს "ანტიკური ლიტერატურის ჟანრები", კურსის გავლა ჩაეთვლებათ შუალედურ შეფასებად;
თსუ კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის ბაკალავრებს კურსის გავლა ჩაეთვლებათ მათ მიერ შერჩეული ერთი საგნის შუალედურ შეფასებად.
კურსზე დარეგისტრირების მსურველებმა 2012 წლის 27 მარტამდე უნდა შეავსონ ქვემოთ წარმოდგენილი ფორმა (დანართი 1);
თსუ ბაკალავრებმა, მაგისტრანტებმა და ასევე მსურველებმა სხვა უნივერსიტეტებიდან გაიარონ რეგისტრაცია თსუ VIII კ. ოთ. 219 ან 221 სამუშაო დღეებში 12:00-16:00სთ.
ლექციების ცხრილი:
ორშაბათი: 16:00-17:00
ხუთშაბათი: 16:00-17:00
პარასკევი: 16:00-17:00
(თსუ VIII კ. ოთ. 220)
ლექციების თემატური ნუსხა:
1. შალის წარმოება: კერძო ლანიფიციუმი, რომაული იმპერიის შალის ინდუსტრია
2. ტილოს წარმოება
3. აბრეშუმი: აბრეშუმის გზა, წარმოების პროცესი
4. ქსოვილებით ვაჭრობა ანტიკურ სამყაროში
5. მინოსელებისა და მიკენელების სამოსი
6. ტანისამოსი ჰომეროსის სამყაროში
7. ტანისამოსი არქაული პერიოდის სამყაროში
8. კლასიკის პერიოდის ტანისამოსი
9. მეზობელთა ტანისამოსი და ბერძნების შეხედულება
10. ტანისამოსი და ფუფუნება ელინისტურ სამყაროში
11. რომაული ტანისამოსი I: ტუნიკა და მოსასხამები
12. რომაული ტანსიამოსი II: ტოგა და მისი განვითარების ეტაპები
13.-14. მეზობელთა ტანისამოსი (გალიელები, გერმანები, პართელები, სასანიდები, კავკასიელები)
15. დასკვნითი ლექცია