2012-10-16

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი აცხადებს კონკურსს INNO/GEORGIA

საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრი აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის INNO/GEORGIA. კონკურსი მიზნად ისახავს იმ კომპანიების დახმარებას, რომლებსაც გააჩნიათ ინოვაციური პროექტის იდეები, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ აქვთ საკმარისი ნოუ ჰაუ და ფინანსური საშუალებები.  
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ვებგვერდიდან   www.gttc.ge ან www.sakpatenti.org.ge, შეავსეთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ ონლაინ info@gttc.ge ან მიიღეთ აპლიკაციის ფორმა ოფისში მისამართზე: ნინო რამიშვილის 31.
განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2012 წლის 11 ნოემბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხ: დანართი №1     დანართი №2      სააპლიკაციო ფორმა
Print

« იხ. ყველა სიახლე