ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-10-15

მე-7-ე ჩარჩო პროგრამის მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) პროექტის კონსორციუმის შეხვედრა

2013 წლის 16 ოქტომბერს, თსუ I კორპუსში გაიმართება მე-7-ე ჩარჩო პროგრამის მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვასთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების  შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები (Possibilities and limits, challenges and obstacles of transferring CEE EU pre-accession best practices and experience to Moldova’s and Georgia’s pre-accession process.  Grant agreement number: PIRSES-GA-2012-318911) კონსორციუმის წევრთა შეხვედრა.

აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან: ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი უზრუნველყოფს დოქტორანტების, ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესორებისთვის კვლევით სტიპენდიას პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

კონსორციუმის წევრთა შეხვედრა დაგეგმილია თსუ I კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში (11:00-16:00 საათი).

Print

« იხ. ყველა სიახლე