2015-03-26
ფოტოკონკურსი „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?“
პროექტ ENIGMMA-ს („მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის - ICMPD მიერ) ორგანიზებით იმართება ფოტოკონკურსი „რას ნიშნავს ჩემთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან?“
კონკურსი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესახებ, მოქალაქეთა მობილურობის, პირთა თავისუფალი გადაადგილების, უვიზო მიმოსვლის, სავიზო დიალოგისა და მსგავსი საკითხების შესახებ.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კონკურსის შინაარსის შესაბამისი ფოტოსურათი. სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი დასაჩუქრდება პლანშეტით, ხოლო 12 საუკეთესო ფოტოს ავტორს წამახალისებელი პრიზები გადაეცემათ. კონკურსი 15 აპრილამდე გაიმართება.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული

« იხ. ყველა სიახლე