ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-05-26

ონლაინ ტრეინინგები აკადემიურ წერაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით ერაზმუსის ინსტიტუციური განთვითარების პროექტის INTEGRITY-ის ფარგლებში იწყება ონლაინ ტრენინგები (Zoom პლატფორმის გამოყენებით) აკადემიურ წერაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურისა და ერთსაფეხურიანი პროგრამების სტუდენტებისთვის. 
ტრენინგები დაიწყება 28 მაისს და გაგრძელდება 19 ივნისის ჩათვლით. თითოეულ ტრენინგზე განხილული იქნება აკადემიურ კეთილსინდისერებასთან და აკადემიურ წერასთან დაკავშირებული 13 განსხვავებული თემა, მათ შორის: როგორ დავწროთ საბაკალავრო ნაშრომი, როგორ შევქმნათ კარგი სამეცნიერო სტატია, სამეცნიერო ბაზების გამოყენება, პროგრამა "Mendeley"-ის და "Turnitin"-ის გამოყენება, სამეციერო კვლევის უნარები მედიცინაში და სხვ.

ტრენინგების მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გაეცნოთ ტრენინგების კალენდარს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე