ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული
ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად პორტოს უნივერსიტეტში
(პორტუგალია)
განაცხადების მიღება იწარმოებს
ა/წ 15 სექტემბრამდე შემდეგი ვებგვერდის საშუალებით:
https://mobileplus3.up.pt/
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე,
მაგისტრატურის პირველი,
დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრების სტუდენტებსა და
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს.
მიმართულებები (ინგლისურენოვანი, პორტუგალიურენოვანი):
სტუდენტები: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები
აკადემიური პერსონალი: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი, იურიდიული, ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები
ადმინისტრაციული პერსონალი:
პერსონალის მართვა, საგარეო ურთიერთობები
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
- შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
- ფოტო
- პირადობის მოწმობის ასლი
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე) ან თსუ-ს მიერ 2016/2017 სასწავლო წელს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა)
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა)
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
- სოციალურ-ეკონომიკური ან/ და ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის)
- მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის)
პერსონალი:
- ფოტო
- პირადობის მოწმობის ასლი
- პასპორტის ასლი
- ცნობა პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
- ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
- მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში)
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
სტუდენტები: ერთი სემესტრი (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
პერსონალი: 5 სამუშაო დღე (2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
პერსონალი: 120 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
erasmusplus@tsu.ge
არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
დანართი 1