2019-09-24

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“

25 სექტემბერს, 11.00 საათზე, მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნება. სიმპოზიუმის ორგანიზატორებია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA). სიმპოზიუმის თემაა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები და ლიტერატურული დისკურსი.“  
სიმპოზიუმში მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნიდან (სულ - 14 ქვეყანა), მათ შორის: აშშ, გერმანია, იტალია, სამხრეთ კორეა, მაკედონია, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ბულგარეთი, ლიეტუა. ლატვია. უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი; აგრეთვე, საქართველოს სხვადასხვა საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები თბილისიდან და რეგიონებიდან.
პლენარული სესიის ფარგლებშივე გაიმართება საქართველოს შსს არქივის ხელშეწყობით ორგანიზებული გამოფენა „1980-90-იანი წლების პოლიტიკური მოვლენები საქართველოში“ და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ინგლისაურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია.

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი  

Print

« იხ. ყველა სიახლე