2018-12-05
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“
ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა.
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.
2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:
•ბაკალავრიატი - 25,
•მაგისტრატურა - 25,
•დოქტორანტურა - 20,
•ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5,
•სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.
პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია:
•საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;
•ბიოლოგია/ფსიქოლოგია;
•აგრარული მეცნიერებანი;
•ინჟინერია და ტექნოლოგიები;
•სოციალური მეცნიერებანი;
•ჯანდაცვა;
•სპორტის მეცნიერებანი;
•ხელოვნება.
ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - 2018 წლის 15 დეკემბრიდან - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე.
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2019-2020 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).
დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.
განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მათი ნაწილი განაგრძობს სწავლას უნგრეთის სხვადასხვა სასწავლებელში, ნაწილი დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.
« იხ. ყველა სიახლე