ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ერაზმუს მუნდუსის HERMES პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროპის 7 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო/კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად
სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება ელექტრონულად შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით (აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება ა/წ
17 ოქტომბრიდან):
http://www.erasmusmundus-hermes.uoa.gr/
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მაგისტრის დიპლომი
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული და ხელმოწერებით დამოწმებული საკვლევი გეგმა -
დანართი 1
წინასწარი თანხმობა მიღებაზე (pre-acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონე)
ინფორმაცია საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტი ვადით სწავლის/კვლევის შესახებ -
დანართი 2
განცხადება განმეორებით ერაზმუსის სტიპენდიის მიღებაზე -
დანართი 3
პასპორტის ასლი
პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტები:
1. ათენის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
2. ტალინის უნივერსიტეტი, ესტონეთი
3. ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, გერმანია
4. ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი, იტალია
5. სალერნოს უნივერსიტეტი, იტალია
6. სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთი
7. ლინჩოპინგის უნივერსიტეტი, შვედეთი
პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამები: http://www.erasmusmundus-hermes.uoa.gr/academic-offerings-eu.html
მობილობის პერიოდი: 2016/2017 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი (სწავლის დაწყების თარიღი: 2017 წლის 1-14 იანვარი)
მობილობის ხანგრძლოვობა: 6 თვე
სტიპენდია მოიცავს: 1500 ევროს ყოველთვიურად, საერთაშორისო მგზავრობისა და დაზღვევის დაფინანსებას.
სრული სააპლიკაციო დოკუმენტაციის პროექტის ვებ-გვერდზე ატვირთვის ბოლო ვადა:
2016 წლის 30 ოქტომბერი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე:
erasmus@tsu.ge