2015-09-08
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“
15-17 ოქტომბერს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ა(ა)იპ ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ კროსკულტურული უნივერსუმის ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
„მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“.
მეოცე და ოცდამეერთე საკუნეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენს. მიგრაცია, როგორც ინდივიდუალური და კოლექტიური აქტი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. მათ შორის უმთავრესი საზღვრებისა და იდენტობის ტრანსლაციის პრობლემებია. მიგრაციული, გლობალიზაციური და ინტერკულტურული პროცესების გაძლიერებამ, ევროპის პოლიტიკური სივრცის გაფართოებამ და სახელმწიფოს კლასიკური მოდელის - „ეროვნული სახელმწიფოს“ (Nationalstaat) - ფარგლებიდან გასვლამ, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცის უახლესმა ტერიტორიულმა კონფლიქტებმა აქტუალური გახადა ეროვნული იდენტობისა და კულტურის პრობლემები. სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური საზღვრების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული და სიმბოლური საზღვრები. ნაციონალურ იდენტობაზე მსჯელობის აუცილებლობა აქტუალობას იძენს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. კონფერენციის მიზანია მიგრაციულ პროცესებში გამოკვეთოს ეროვნული იდენტობის ტრანსლაციის მექანიზმები, როგორებიცაა თარგმანი, დიასპორული მწერლობა, კულტურული ადაპტაცია და სხვა.
კონფერენციაზე იმუშავებს ოთხი სექცია და ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
•მიგრაციული გამოწვევები და ეროვნული იდენტობა
•იდენტობის ტრანსლაციის მექანიზმები: დიასპორული მწერლობა, თარგმანი
•ისტორიული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა
•მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური ასპექტები
•ვორქშოფი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: მიგრაცია და იდენტობათა ტრანსლაციის მექანიზმები
მიმართულებები:
მიგრაციის კვლევები, ლიტერატურა, ისტორია, რელიგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ფოლკლორი, სოციოლოგია, ეკონომიკა, კონფლიქტები.
სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები გამოაგზავნოთ 2015 წლის 20 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: migrationconference2015@tsu.ge
განაცხადის ფორმა:
კონფერენციის მონაწილის სახელი და გვარი;
აკადემიური თანამდებობა, აკადემიური ხარისხი, ორგანიზაცია;
მოხსენების სათაური;
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები).
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა:12
ინტერვალი:1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2015 წლის 25 სექტემბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი
ელ.ფოსტა: migrationconference2015@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე