ცხადდება კონკურსი თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
სამაგისტრო სტიპენდიების ჩამონათვალი სასწავლო მიმართულებების მიხედვით:
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური და კულტურის მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.europa-uni.de/en/index.html
დიუსელდორფის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-duesseldorf.de/home/en/home.html
კორუნას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია
სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): იურიდიული, სოციოლოგია, ბიოლოგია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა, ფსიქოლოგია, ესპანური ენა და ლიტერატურა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.udc.es/index.html?language=en
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, ბიზნესი, ჟურნალისტიკა, ურბანისტიკა, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): კომპიუტერული მეცნიერება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-catholille.fr/index-UK.asp
ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიზნესი/მენეჯმენტი
*ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ დამატებითი ინფორმაციის ველში.
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, იურიდიული, კომუნიკაცია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.univ-lille.fr/home/
ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა, იურიდიული, ბიზნესი, ბიოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-saarland.de/en/international.html
შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი/ინგლისურენოვანი): საჯარო ადმინისტრირება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uni-speyer.de/en/index.php?p_id=93
უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.univ-paris8.fr/en/
ცენოვის ეკონომიკის აკადემია (ბულგარეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uni-svishtov.bg/en
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი (გერმანია)
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობა (ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, სოციოლოგია, ეკონომიკა)
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.fu-berlin.de/en/index.html
ათენის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ისტორია, არქეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://en.uoa.gr/
რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია, ინფორმაციული სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ევროპისმცოდნეობა
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.uniroma1.it/it/pagina-strutturale/home
კადისის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ინგლისური ფილოლოგია
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.uca.es/?lang=en/
ლუქსემბურგის უნივერსიტეტი (ლუქსემბურგი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): იურიდიული, ეკონომიკა, ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება, ბიოლოგია, მათემატიკა, ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://wwwen.uni.lu/
რჟეშოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საინფორმაციო სისტემები, საინფორმაციო ტექნოლოგიები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://w.prz.edu.pl/en/
ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): გამოყენებითი ბიომეცნიერებები (კვების ბიოტექნოლოგია)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
https://www.lunduniversity.lu.se/
ტუშას უნივერსიტეტი (იტალია)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
http://www.unitus.it/
უნივერსიტეტი რენი 1 (საფრანგეთი)
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): კიბერუსაფრთხოება, ქსელური კომპიუტერული ტექნოლოგიები
მობილობის პერიოდი: 2018/2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
https://www.univ-rennes1.fr/
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის დოკუმენტი (ინგლისური: მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; გერმანული: TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ფრანგული: DELF, DALF - აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე; ესპანური: DELE, eLADE - აღებული უკანაკნელი 2 წლის მანძილზე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2018 წლის 9 ოქტომბერი; მინიმუმ 71 ქულა)
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა; მოტივაციის წერილის 6 ეგზემპლარი ამობეჭდილი სახით უნდა წარმოადგინოთ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ პირველი კორპუსი, ოთახი 121)
ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში)
რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
ბაკალავრის დიპლომის სკანირებული ვერსია
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; ინგლისურ ენაზე)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგი/ცნობა)
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა/დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; არსებობის შემთხვევაში)
პრიორიტეტების მიხედვით სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 5 უნივერსიტეტზე!)
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში -
mobility.tsu.ge ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი
ა/წ 24 ოქტომბრის 15:00 საათამდე!
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დამატებითი ინფორმაცია:
თსუ ენის ინსტიტუციური ტესტირების შედეგის/ცნობის მიღება შესაძლებელია
reference@tsu.ge-დან; მოგვწერეთ
ა/წ 18 ოქტომბრამდე სახელი და გვარი ქართულ/ინგლისურ ენაზე (როგორც ID-ში გაქვთ დაფიქსირებული), ფაკულტეტი, ჩაბარებული ენა და ცნობას მეილზევე მოგაწვდით სკანირებული სახით;
გასაუბრებები იგეგმება
ა/წ 29-30 ოქტომბერს;
გასაუბრებების განრიგი განთავსდება თსუ მთავარი გვერდის სიახლეების ბმულზე
ა/წ 26 ოქტომბრის დღის ბოლოს;
გასაუბრების პერიოდში, საქართველოში არ ყოფნის შემთხვევაში, ინტერვიუს სკაიპით დაგეგმვის მსურველებმა უნდა მოგვწერონ
ა/წ 24 ოქტომბრის 18:00 საათამდე outgoingmobility@tsu.ge-ზე და მიუთითონ სკაიპით საკონტაქტო დეტალები;
შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ ვებ-გვერდზე!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
outgoingmobility@tsu.ge;
ლილის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ დოკუმენტში:
დანართი 2.