8 ოქტომბერს, 16:30 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის პარლამენტის წევრები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის თაობაზე.
გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მაღალი კვალიფიკაციის მქონე და პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ 100 ახალგაზრდას 21 სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, 5 თვის განმავლობაში იმუშაონ ბუნდესტაგის დეპუტატთა ბიუროებში და მონაწილეობა მიიღონ უამრავ ღონისძიებასა და შემეცნებით ექსკურსიაში.
შეხვედრაზე დაინტერესებული სტუდენტები მიიღებენ სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია