2017-06-15

მოსამზადებელი კურსი - ,,ეკონომიკის პრინციპები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და უწყვეტი განათლების ცენტრის აბიტურიენტთა სამსახური აცხადებს მიღებას ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდისათვის მოსამზადებელ კურსზე: ,,ეკონომიკის პრინციპები"

კურსის ხანგრძლივობა: 36 საათი

ლექციის ხანგრძლივობა: კვირაში 2- ჯერ 2 საათი.

კურსი დაიწყება 3 ივლისიდან.

კურსის ღირებულება: 350 ლარი. თსუ-ის სტუდენტების და თანამშრომლებისათვის 250 ლარი.

რეგისტრაციისთვის მობრძანდით თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში. თსუ I კორპ. უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა. (უნივერსიტეტის ბაღი ორსართულიანი შენობა).

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
Facebook.com/თსუ აბიტურიენტთა მომზადება
555- 65- 41-40
Print

« იხ. ყველა სიახლე