2020-09-28

სტუდენტთა რეგიონული კონფერენცია – ,,ფილოსოფია და რელიგია’’

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი  2020 წლის 24-25 ნოემბერს ატარებს  იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ  სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას:  ,,ფილოსოფია და რელიგია’’.          

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან  90-ე   და  გარდაცვალებიდან 30-ე წლისთავს.         

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თეზისები და მოხსენების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, ცნობიერების ფილოსოფიის, მეტაფიზიკის, ანთროპოლოგიის,   მორალის ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, კულტურის ფილოსფიის,  ხელოვნების და რელიგიის ფილოსოფიის და თეოლოგიის სფეროებს.

მიზანშეწონილია და განსაკუთრებით მივესალმებით ყველა სფეროში მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენცია გაიხსნება: 2020 წლის 19 ნოემბერს, 10:00 საათზე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

 
სამუშაო ენა: ქართული

  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
  • აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების თეზისების  ელექტრონული ვერსია, ( 2 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკადნუსხური, ზომა 12,  ინტერვალი 1 )
გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2020 წლის 10 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებების თეზისებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ: 599 257471
Print

« იხ. ყველა სიახლე