2018-05-22
დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად უნივერსიტეტში რენი 1
ცხადდება დამატებითი კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად უნივერსიტეტში რენი 1 (საფრანგეთი).
განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ თსუ მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის ინგლისურენოვან სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებიდან.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქმედი TOEFL, IELTS ან უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი; მინიმუმ B2 დონე)
ან
თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების დადებითი შედეგი (2017 წლის 3 და 9 ოქტომბერი, 2018 წლის 12 მარტი)
შერჩევის საფეხურები:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
სტიპენდიატთა საბოლოო შერჩევა (მასპინძელი უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ მასპინძელი უნივერსიტეტის ვებგვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
პასპორტის ასლი
ბაკალავრის დიპლომი და დანართი
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 29 მაისის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი) შემდეგ ელ-ფოსტაზე:erasmusplus@tsu.ge
სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, 850 ევრო ყოველთვიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ანაზღაურება.
მობილობის პერიოდი:
2018/2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა პროგრამების შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1; ბმული 2;
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: erasmusplus@tsu.ge.
« იხ. ყველა სიახლე