2020-03-06

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ქვეპროგრამას ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის გაცემას, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებზე, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან . ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიღებული აქვთ დადებითი შეფასება.

ამასთან, ქვეპროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიღებული უნდა ჰქონდეთ შემდეგი დადებითი შეფასება - მინიმუმ (B) - ძალიან კარგი (81 ქულა და მეტი), ხოლო სხვა დანაჩენ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, იმავე საფეხურის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიღებული უნდა ჰქონდეთ შემდეგი დადებითი შეფასება - (A) - ფრიადი (91 ქულა და მეტი).

ქვეპროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სტიპენდიის გაცემის დროს, პირველ ეტაპზე განიხილება იმ სტუდენტთა დაფინანსების საკითხი, რომლებიც სწავლობენ შემდეგ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო მიმართულებებზე / დარგებზე / სპეციალობებზე:

ინჟინერია ( მშენებლობა);

არქიტექტურა;

ეკოლოგია/ გარემოსმცოდნეობა;

კულტურული მემკვიდრეობა;

კულტურის/ ხელოვნების მენეჯმენტი;

არქეოლოგია;

განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება.

2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდიების მისაღებად, განაცხადების მიღება იწარმოებს - 2020 წლის 2 - 31 მარტის ჩათვლით, . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილებაში ( მის: . ბათუმი, ლუკა ასათიანის .N25 / 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე).

ქვეპროგრამის თაობაზე, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია - . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.batumi.ge.

Print

« იხ. ყველა სიახლე