2017-04-11
ესეების სტუდენტური კონკურსი „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო“
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო.
კონკურსის მიზანია - საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მათი მნიშვნელობის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება.
კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00 საათზე, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.
საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

« იხ. ყველა სიახლე