ინტელექტუალური საკუთრების სკოლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იწვევს პროექტში მონწილეობის მისაღებად.
აღნიშნული სკოლის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის პოპულარიზაცია, მისი არსის და ძირითადი ელემენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სტუდენტებისთვის.
სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიაზრონ ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და დანიშნულება სამართლის, ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ჭრილში. მონაწილეები შეასრულებენ მცირე ჯგუფურ დავალებებს. ტრენინგების ბოლო დღეს მონაწილეები ტრენერთან შეთანხმებით შეარჩევენ მათთვის საინტერესო აქტუალურ საკითხებს, რომლის შესახებაც მოამზადებენ პრეზენტაციას.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
სკოლის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები. კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან შეირჩევა საუკეთესო გამომსვლელი და საუკეთესო გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდებიან საჩუქრებით.
მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაცია მიმდინარეობს
23 მაისის ჩათვლით
ტრენინგების ჩატარების განრიგი:
26 მაისი 18:00 – 21:00
27 მაისი 18:00 – 21:00
2 ივნისი 18:00 – 21:00
3 ივნისი 18:00 – 21:00
პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოება:
9 ივნისი, 17:00
მონაწილეობის მსურველებმა 23 მაისის ჩათვლით უნდა შეავსონ
სარეგისტრაციო ფორმა.
ტრენინგის ჩატარების ადგილის შესახებ ეცნობებათ მხოლოდ შერჩეულ პირებს.
პროექტში მონაწილეობა უფასოა!
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
together4intellectualproperty@gmail.com
✆ +995 574 411 655