ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-10-03

კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია)

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია) 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალს.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 11 ოქტომბერს 12:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი 
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან
შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ერაზმუს+ ინსტიტუციონალური კოორდინატორის, თეა გერგედავას, ხელმოწერით და კანცელარიის ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1.

სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი)


დამატებითი ინფორმაცია: 
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმულები ( 1, 2)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.


Print

« იხ. ყველა სიახლე