2014-10-07
ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიები თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ-ს აკადემიური პერსონალისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტში ერთთვიანი მობილობის დაფინანსების მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ჰუმანიტარულ, სოციალურ პოლიტიკურ, იურიდიულ მეცნიერებათა და ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას და მათი კვლევის ან/და სწავლების თემა სამეზობლო ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.
მობილობა ითვალისწინებს ზაარლანდისა (გერმანია) და მიკოლაევის (უკრაინა) შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივ შემოდგომის უნივერიტეტში „
რთული სამეზობლო“ მონაწილეობას (რომელიც გაიმართება საარბრიუკენში,
ა/წ. 9 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე) და შემდგომი ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ თემაზე გერმანელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:
dfronline_de@tsu.ge
კონკურსზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა: 2014 წლის 17 ოქტომბერი, 12 საათი
რეგისტრაციისათვის სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
- CV - გერმანულ ენაზე
- ცნობა სამუშაო ადგილიდან - ქართულ ენაზე
- პასპორტის ასლი
გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა მოხდება კომისიასთან გერმანულ ენაზე გასაუბრების მეთოდით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული ან/და მიმართეთ ირინა გამყრელიძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204).
« იხ. ყველა სიახლე