2013 წლის 23 ოქტომბერს,
13:00-დან 14:00 საათამდე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში თსუ პრორექტორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის ხელმძღვანელობით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში არსებულ ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრა გამიზნულია საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.